მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წულუკიანი ბუბა კიკაბიძის რუსულ „თბილისოზე“: აღვიქვი, როგორც აგვისტოს ომში დაცემული ჩვენი გმირების საფლავში ჩაფურთხება

თეა წულუკიანი პოსტ ტივიზე

„ეს მე აღვიქვი როგორც ჩვენი აგვისტოს ომში დაცემული გმირების საფლავში ჩაფურთხება, – პირდაპირ გეტყვით აი ამ დონის აღშფოთება გამოიწვია“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის უბა კიკაბიძის მიერ თავისუფლების მოედანზე ქართულ-რუსულად შესრულებულ „თბილისოს“.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს.

„თითქოს ღიმილს იწვევს მაგრამ, რა დავარქვა არ ვიცი. მე პირადად შოკირებულ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ დედაქალაქის მთავარ მოედანზე, რომელსაც რაღაცა მოედანი კი არ ჰქვია, თავისუფლების მოედანი ჰქვია და ჩვენს ბავშვობაში ლენინის მოედანი ერქვა. ყველას გვახსოვს ის დღე თავისუფლების მოედანი რომ დაერქვა. განზრახ ვცდილობდით, რომ იქ დღეში რამდენჯერმე მოვხვედრილიყავით იმიტომ, რომ სხვანაირი მოედანი იყო. ძეგლის ჩამოგდებაც გვახსოვს.

„აი, ამ მოედანზე დღეს ჩვენ ვიხილეთ ოკუპირებულ ქვეყანაში მკრეხელობა, ჩვენი ჯარისკაცების, გარდაცვლილების ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ქართველების შეურაცხყოფა. ღია ეთერში თუ მაქვს ასე საუბრის უფლება მაგრამ, პირდაპირ რა განცდაც მეუფლება, ამას კარგად ასახავს და ეს მე აღვიქვი როგორც ჩვენი აგვისტოს ომში დაცემული გმირების საფლავში ჩაფურთხება“, – პირდაპირ გეტყვით აი, ამ დონის აღშფოთება გამოიწვია.

მე ვფიქრობ, რომ მათ სასწრაფოდ უნდა მოიხადონ ბოდიში და არ უნდა ჩამოვიდეს ჩვენი დღის წესრიგდან, რომ მათ ჩვენ ქართველებს, საქართველოს ამ ერს, რომელიც რაც დაიბადა იმის მერე იბრძვის თავისუფლებისთვის, არის ოკუპირებული. რაც არ უნდა ისე ვიყოთ გაზრდილები, რომ ასაკს და ადამიანს პატივი ეციო ამის მიუხედავად მემგონი ეს ადამიანი ვერ მიხვდა სად იყო. ან დაავიწყდა სად იყო.

ასევე სავარაუდოდ, თუკი მასზე ხანდაზმული არ იქნა მომავალ პარლამენტში, სანამ პარლამენტის თავმჯდომარეს ავირჩევთ სხდომა უნდა წაიყვანოს და ვაიდა დაავიწყდეს ამ დროს სად იმყოფება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს დაავიწყდება, წაიყვანოს სხდომა ოკუპანტის ენაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ შემაჯამებელ შეხვედრაზე საზოგადოების წინაშე პარტიის სიის პირველი ნომერი, მსახიობი ბუბა კიკაბიძე სიტყვით წარსდგა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბუბა კიკაბიძემ 2 სიმღერა შეასრულა. ერთის ტექსტის ავტორი თავად არის. მეორე სიმღერა „თბილისო“, რომლის ნაწილიც რუსულად შეასრულა.