მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას“ - ღარიბაშვილი

ამ წელს ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მდგრადი და სტაბილური გახდა, ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში უმრავლესობის ფორმატში მიმდინარე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ტიპის დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა არცერთ ქვეყანაში ადამიანებს ინდულგენციებს არ აძლევენ.

„გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ რამდენიმე თვის წინ და სავარაუდოდ იმ მძიმე დანაშაულის შესახებ, რომელიც მან ჩაიდინა, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას, ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას.

მე ვეკითხები ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ?“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს, სადაც უმრავლესობის ფორმატში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ირაკლი ღარიბაშვილი: მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინოა, ჩვენი ერის სირცხვილია

✔️ ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების მოხსნა ამ კვირაში დააანონსა