პოლიტიკა

„გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას პარლამენტიდან ან პარლამენტის გარედან“ - მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერი
1606667712
დაკოპირებულია

„ახალ ძალას ითხოვს პოლიტიკა, რომ თავიდან ბოლომდე ავაწყოთ ქვეყანა, ყველა სფერო ჯანდაცვიდან დაწყებული სასამართლო სისტემით დამთავრებული ჩამოშლილია და საჭიროებს განახლებას“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ქვეყნის სათავეში მყოფ მაღალჩინოსნებზე საუბრობს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროები კრიზისში შეიყვანეს.

ხაზარაძე ასევე ხაზს უსვამს ბიძინას ბრძოლას მისსა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ და უდიპლომო მინისტრებს, რომლებიც აზარალებენ ქვეყანას.

„ყოველდღიურად ვუყურებთ უდიპლომო მინისტრებს. რომლებმაც ჩამოშალეს და ჩამოანგრიეს ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას პარლამენტიდან ან პარლამენტის გარედან რადგან, ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმას, რა დღეშიც ბიძინა ივანიშვილი ამყოფებს. მან თავისი რუსული მეთოდებით და 90-იანების აზროვნებით მართავს ქვეყანას.

ჩვენი მიზანია, რომ ამ წრიდან გავიდეთ. ჩვენი ქვეყანა იმ პოლიტიკაში რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნება. ჩემი და ჩემი მეგობრების იდეა და მისიაა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა. ახალ ძალას ითხოვს პოლიტიკა, რომ თავიდან ბოლომდე ავაწყოთ ქვეყანა, ყველა სფერო ჯანდაცვიდან დაწყებული სასამართლო სისტემით დამთავრებული ჩამოშლილია და საჭიროებს განახლებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ თავმჯდომარემ მისი და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკაში წასვლაზეც ისაუბრა. ხაზარაძის თქმით, ისინი არ შეუშინდნენ არსებულ სიტუაციას და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის პოლიტიკაში ყოფნა გადაწყვიტეს.

„მე და ბადრის შეგვეძლო თავის დროზე წავსულიყავით ქვეყნიდან, როგორც ეს ბევრმა გააკეთა. შეგვეძლო არ ჩავრეულიყავით პოლიტიკაში, მაგრამ ვიყავით მართლები და ასე არ მოვიქეცით. არ გავექეცით სასამართლოს, შორიდან არ დავიწყეთ ყურება ჩვენი ქვეყნის გაჭირვების და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა დავიწყეთ. რადგან ჩვენ რეალურად ვხედავთ, რა დღეშია ხალხი და რომ მათ სჭირდებათ დახმარება“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🛑 მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე უარი რომ ვთქვათ, მხოლოდ 1 პარტია დარჩება ქვეყანაში

200-ლარიანი დახმარება

200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხა...

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება თანხის გაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

1610735784

ხვალ, 16 იანვარს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას გამართავს. 

1610733341

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

1610731994

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მიიღოს. 

1610728619
საქართველოს პოლიტოლოგთა
ასოციაციის ხელმძღვანელი

„ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთა...

„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს სამუშაო...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„კომპანიები სარგებლის მიღების მიზნით, თა...

პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიები თანამშრომლებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურიდან, რათა მათ სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ და ბიუჯეტი დაზოგონ.  ირაკლი პეტრიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს რეაგირებას სთხოვს. 

1610718119
ადამიანებმა, რომელთაც კორონავირუსი დაამა...

ექსპერტების თქმით, ინფიცირებული ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაცულები იქნებიან რეინფექციისგან, თუმცა  დაავადებულებს შეუძლიათ ვირუსის ტარება ცხვირ-ხახაში და ამიტომ ისინი  წარმოადგენენ სხვა ადამიანებისთვის ინფიცირების რისკს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.