მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უგულავა: ელჩები დღეს კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ პარტიების პოზიცია მტკიცეა

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფასილიტატორ ელჩებთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. 

 

 

უგულავას თქმით, პარტნიორები დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ ოპოზიციური სპექტრის პოზიცია მტკიცე და ურყევია.

„ერთობლივი შეხვედრები შედგა და ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური შეხვედრები. ინდივიდუალური შეხვედრებისას ალბათ, უფრო თავისუფალი გარემოა სასაუბროდ, თუმცა, დღის ბოლოს ჩვენი პარტნიორები ნახავენ, რომ ე.წ. ბარიერგადალახული ყველა პარტიის პოზიცია მტკიცეა და არავინ აპირებს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლას. ყველა აცნობიერებს, რომ დღეს პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს“, - აღნიშნა უგულავამ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავს.

არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ინაშვილი: არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ პარლამენტში შეგვიყვანოს

🔴 ელისაშვილი მმართველ გუნდზე: არ მომწონს, რომ ელჩების გარეშე ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით