მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია“ - ოპოზიციის განცხადება

ჟურნალისტი

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

მათი შეფასებით, ძალადობის ფაქტი ქვეყანაში შექმნილი საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია.

„ჟურნალისტ ვახო სანაიას დაესხნენ თავს. მივიჩნევთ, რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა.

ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით.

ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა მოხდა. ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას“ - თალაკვაძე

„მითხრა, რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი სახე“ - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე

„ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს