მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას“ - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ კოვიდ 19-თან ბრძოლის პროცესში და ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. 

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ეკონომიკურ განვითარებასა და აღდგენას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საკითხებში ევროკომისარს, დიდიე რეინდერს შეხვდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ხელახლა აღუთქვამს მხარდაჭერას შავი ზღვის უსაფრთხოებას