მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვფიქრობ, იაგო ხვიჩიამ გემრიელად იხუმრა“ - ნათელაშვილი

ნათელაშვილი შალვა

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ალბათ იხუმრა. 

ნათელაშვილი ამბობს, რომ ხვიჩიას განცხადება მეგობრული შარჟით აიხსნება.

„ვფიქრობ, ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა ბატონ ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საუბარსა და მის შედეგებზე. ოპოზიციაში არცერთი ლიდერი იმას არ დაიჯერებს, რომ მეორე ლიდერმა რაიმე ფიზიკური საფრთხე შეუქმნას და მით უფრო მის მოსაგერიებლად დასჭირდეს ცეცხლსასროლი იარაღი.

ახასიათებს იუმორის სხვადასხვა ფორმატი ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით ჩვენს ოპოზიციის ლიდერებს. მეგობრული შარჟით უნდა ავხსნათ“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას ნიკა მელია დაემუქრა.

„ნიკა მელია ფიზიკურად ჩემზე დიდია და შეუძლია მორევა. მე პარლამენტის წევრი ვარ და შემიძლია იარაღის ტარების ნებართვა მოვითხოვო“, - აღნიშნა ხვიჩიამ.