მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ უდუმაშვილი: გავაუქმეთ ყველა აქცია  

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის აქცია გააუქმა. 

თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურად არ ეხებათ, ანუ, ნებისმიერს დამოუკიდებლად შეუძლია გამართოს აქცია.

„ნებისმიერი სახის აქცია, რაც არ უნდა გაგვემართა ჩვენ, გარკვეულ მნიშვნელობას და დატვირთვას მისცემდა მეორე ტურებს. ხვალ, ქვეყანაში რაც უნდა ჩატარდეს, სრული ფარსია. ჩვენ არ ვაღიარებთ არც პირველი ტურის შედეგებს და არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ არ მივცეთ ზედმეტი პოლიტიკური დატვირთვა მეორე ტურებს და გავაუქმეთ ყველა აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხვალ, 21 ნოემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 ოპოზიციურმა პარტიებმა მეორე ტურთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

🛑 კელი დეგნანი: პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ - ეს კარგის ნიშანია

🛑 ჯაფარიძე: ფასილიტატორები ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას ცდილობენ