მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: ვფიქრობ, ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოგვიტანს

საგარეო მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე.

„პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ის ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში. მხედველობაშია აშშ-ის მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, აგრეთვე, ეკონომიკური თუ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით.

ვფიქრობ, ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოგვიტანს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და მთლიანობის შესახებ.

დეტალური საუბარი იყო იმ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშეა. რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ვთანხმდებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ საქართველოს ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ის პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, გვაქვს შესაძლებლობა, განვითარდეს.

ეს შეხვედრა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მომავალში ამერიკის მეტ ჩართულობას უნდა ველოდოთ საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 პატრიარქის და მაიკ პომპეოს შეხვედრის კადრები (ვიდეო)

👉 გახარია მაიკ პომპეოს: ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების მომენტი დადგა