მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, რომ პომპეო ოპოზიციასაც შეხვდეს

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩის ლიდერი

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უნდა იყოს პომპეოს ვიზიტის მიზანი, ის, რომ სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის ქვეყანაში იმ დროს, როცა არჩევნები ფაქტობრივად არ ჩატარებულა და მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, ცხადია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდეს.

„არ ვიცი, მას რა და როგორ აქვს გაწერილი, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციასთანაც ჰქონდეს შეხვედრა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

👉ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება.

👉აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტი ორი დღე, 17-18 ნოემბერს გაგრძელდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉სააკაშვილი: მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღესაც უნდა იყოს მასობრივი აქცია

👉დავით ზალკალიანი: მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის ნიშანია

👉საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოდის