პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 კითხვით მიმართავს

პარლამენტის დეპუტატი
1623243133
დაკოპირებულია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 5 კითხვით მიმართა.

ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ 5-დან ერთ კითხვაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის მიზანს ეხება, პასუხი აკო მინაშვილისგან მიიღო, რაც ვადამდელი არჩევნების მიღწევას გულისხმობს.

„ჩვენ, მე და ლევან იოსელიანი შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თქვენ შემოხვედით ივნისის დასაწყისში, 4 თვის შემდეგ. ზოგიერთმა თქვენგანმა ფულის აღება დაგვაბრალა და რა აღარ გვეძახა.

43 წლის ვარ და ერთხელ ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და ერთხელ თბილისის საკრებულოს დეპუტატი და ღმერთმა იცის, სუს-მაც იცის, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, ერთი რითაც შემიძლია ვიამაყო, რომ ხელფასის მიღმა არ ამიღია არასდროს არცერთი თეთრი.

ისე გამზარდეს და ისე ვარ მოწყობილი, რომ მეზიზღება კორუფცია და ყველა ვინც მექრთამეა და ჩართულია კორუფციაში. თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე, თქვენს ტელევიზიაში ხალხი იჯდა და ასახელებდა, თვიდან თვემდე რამდენი მქონდა შემოსავალი. ახლა გეკითხებით, თქვენც ხომ შემოხვედით, თქვენც ფული აიღეთ ბიძინა ივანიშვილისგან?

მამისტოლა კაცს ბათუმში თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი თავზე ჩამოამხეს, ჩემსა და ლევან იოსელიანზე არ გელაპარაკებით, მე მტკიცე ნერვები მაქვს, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ კიდე კმაყოფილები ხართ იმ საქციელით? საერთოდ არ ვიცნობ ირაკლი ჩავლეიშვილს. მან მიიღო პრინციპული და სწორი გადაწყვეტილება, ადგა და შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. თქვენ კიდევ როგორ მოექეცით? ეს პოლიტიკაა? ეს ნორმალური პროცესია?

კითხვა მინდოდა ასეთი დამესვა. შეთანხმებას თქვენ ხელი არ მოაწერეთ, არადა ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი გამოვიდა ციხიდან და სახვა ვის გამოსვლასაც ასევე ითხოვდით. კრიზისი განმუხტა, პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. ამ შეთანხმების შედეგად გაგეხსნათ თქვენც გზა, რომ შემოსულიყავით. კარგი, არ აწერთ ხელს, მაგრამ ამნისტიაზე, კარგი, გასაგებია რომ სხვა აზრი გაქვთ. ამის გარდა წერია, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს სამუდამოდ და ბოლოს და ბოლოს ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ. ასევე მართლმსაჯულების რეფორმაა გათვალისწინებული. მურუსიძეს ხან ერთი რომ იძახდით და ხან მეორე. ამას თქვენ ხელს არ აწერთ და რისთვის შემოხვედით პარლამენტში? თუმცა აკო მინაშვილმა, თქვა და გავიგე ამ კითხვაზე პასუხი, რომ ოთხი თვე გვაქვს, რომ ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთო.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ სხედხართ აქ? საერთოდ რას აკეთებთ აქ?

და ბოლოს, კიდე ერთი კითხვა მაქვს. სააკაშვილმა გითხრათ და შემოხვედით, ახლა რომ გითხრათ გამოდითო, უკან გახვალთ?“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

განხილვას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს

⭕ „ოკუპანტი იჯდა საქართველოს პირველ სავარძელში და თქვენ მელია დასაჯეთ“ - თაკო ჩარკვიანი

⭕ „ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული და სიმართლის ველზე დაჭენაობთ“ - სანიკიძე უმრავლესობას

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კვლევა...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.