მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ იქნება საქართველო პრორუსული ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ შიშში“ - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

„ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი ეს 43%-იანი ბარიერი, ვემზადებით დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რაც არ უნდა მოიგონონ, ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და ბოლომდე ასე იქნება“, - აღნიშნა პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ახლა ქართველი ხალხის მომავლის განსაზღვრის დღეა და ყველამ ერთად უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველო არ არის პრორუსული ქვეყანა.

„მათ თქვეს, რომ დასავლეთთან დადებული ხელშეკრულება, მათთვის არაფერს წარმოადგენს და ეს არის გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღეა.

შესაბამისად, ჩვენ ყველა პოლიტიკოსებმა და თქვენ - მოქალაქეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ, რომ არ იქნება საქართველო პრორუსული. არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ხალხს ურტყამენ და კლავენ ქუჩაში და თავს ესხმიან ჟურნალისტებს, არ არის საქართველო ზოგადად ის ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ შიშში, სიძულვილსა და ნგრევაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ინფორმაციისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტოვებს მანდატს და გადის პარლამენტიდან.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, პარტია რჩება პარლამენტში, ფორმალურად და იმისთვის რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში მიიღოს მონაწილეობა, რაც ეხება სრულად პროპორციულ არჩევნებს.

იხილეთ აგრეთვე:

📣ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

📣„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

📣„მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“ - შარლ მიშელი