მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბარბაროსებს სასულიერო ცხოვრებაში ჯვარი უნდა წავართვათ“ - ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ვერც პოლიტიკური ელიტა და მათ შორის, ვერ ოპოზიციური, სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას ვერ ახერხებს.

გია ხუხაშვილის თქმით, ჯვარი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არის აღმართული, ბარბაროსებს არ ეკუთვნის.

„ჩვენ ფაქტობრივად გადავლახეთ ის ზღვარი, რის იქითაც სამოქალაქო აქტივობა არის მთავარი. იმიტომ, რომ პოლიტიკური ელიტა ვეღარ უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოებას, სამწუხაროდ ვერც ოპოზიციური, შეიძლება ითქვას.

ჩვენი შვილები უნდა დავიცვათ, რომლებიც ზოგი შორტებით დადის, ზოგი თმას იღებავს ან საყურეს იკეთებს, აი, ესენი გვყავს დასაცავი. აი, ეს ჯვარი, რომელიც აქ დგას ამ ბარბაროსებს არ ეკუთვნის. ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და სულ სხვა რამის სიმბოლო არის. იმის საპირისპირო სიმბოლო, რის ეგიდითაც ფაქტობრივად ერთი ადამიანი დაღუპულია და ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაშავებულია.

ეს ჯვარი უნდა გამოვტაცოთ, დღეს ორი ამოცანა გვაქვს. აი, ეს პოლიტიკა უნდა შევცვალოთ და სასულიერო ცხოვრებაში ჯვარი უნდა წავართვათ ბარბაროსებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ ჯანდაცვის სამინისტო ალექსანდრე ლაშქარავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

✔️ აშშ-ის საელჩო გარდაცვლილ ოპერატორთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ

✔️ „არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება“ - მამუკა ჭელიძე