მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი დახმარება იყო ტექნიკური და ამის უკან სხვა არაფერი არ მოიაზრება“ - ჯაფარიძე ახალ ფრაქციაზე

„ჩემი დახმარება იყო ტექნიკური და ამის უკან სხვა არაფერი არ მოიაზრება“

ჩემი დახმარება იყო ტექნიკური და ამის უკან სხვა არაფერი არ მოიაზრება - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„გიორგი ვაშაძეს და ხათუნა სამნიძეს ჰქონდათ სურვილი, რომ შეექმნათ ფრაქცია, რადგან ფრაქციისთვის განკუთვნილი რაღაც რესურსების გამოყენება უნდათ, მაგალითად როგორიცაა, ბიუროს სხდომებში მონაწილეობა, ისევე როგორც მეტი დრო.

მე უბრალოდ დავეხმარე ტექნიკური თვალსაზრისით, რომ ფრაქცია შექმნილიყო. შვიდი ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდათ და ჩემი როლი ამით შემოიფარგლება, მეტი არაფრით. სხვა არაფერი როლი არ მექნება. სხვა მხრივ არ ვაპირებ ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობას და რესურსების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.

იქ არიან ადამიანები, რომლებიც სხვა პრინციპებით მუშაობენ პარლამენტში.

არ ვიღებ საქმიანობაში მონაწილეობას სულ მცირე ოქტომბრის არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში, თუ ამას ვერ მივაღწიეთ, მერე სხვა რეალობის წინაშე ვიქნებით, მაგრამ ამ წუთში ამ რეჟიმში ვარ და ამ რეჟიმში ვაგრძელებ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს 3 ივნისს ოპოზიციამ პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნა.

პარლამენტში უკვე არსებობს ერთი ოპოზიციური ფრაქცია, რომელიც პარტია „ლელომ“ შექმნა.