მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას შევეცდებით“ - მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„უკომპრომისო ბრძოლა იქნება, ყველანი ვინც ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, ხვალინდელი დღიდან ყველანი უნდა ვმობილიზდეთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც ის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

მელიას თქმით, ხელისუფლება ნაპირს გაღმა დგას.

„პოლიტიკამ შეიწირა ლექსო. აქეთა მხარეს მთლიანად ერი დგას და იმედი მაქვს, რომ ბერიც დადგება.იქით მხარეს დგას მოძალადე, რომელიც უნდა წავიდეს. ერთადერთი კონკრეტული მოთხოვნა არსებობს, რომელიც შესრულდება.

ახლა არის ხელისუფლება, რომელიც ნაპირის გაღმა დგას. სწორ მხარეს დგას ერი, ამიტომ ან უარის თქმა ღირსებაზე ან გამარჯვება. უკომპრომისო ბრძოლა იქნება, სიმრავლე და სიმტკიცე იქნება. ამიტომ ყველანი ვინც ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, ხვალინდელი დღიდან ყველანი უნდა ვმობილიზდეთ და თბილისში ჩამოვიდეთ. ჩვენ ბუნებრივია ყველანი ვეცდებით ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას“, - აღნიშნა მელიამ „ფორმულას“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

👉 შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული მისი გადაადგილების ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

👉 „ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც“ - აპატურაი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

👉 „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“ - მეუფე ანტონი აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებს