მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“ - მეუფე ანტონი აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებს

ანტონის მიმართვა მედიას

„ვიმეორებ, როგორ „დააჩმორეთ“ საზოგადოება, არ გაგივათ ასეთები აქ ქუდზე კაცი გამოვალთ, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს გეიპარადები და მათი პარპაში, ბაღებში სკოლებში, საზოგადოებრივ სახალხო-კულტურულ სივრცეებში“, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა.

მეუფე ანტონი აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართავს.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge მეუფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ამერიკის და ევროკავშირის საელჩოებს, რატომ უქნევთ თითს ქართველ ხალხს, ჩვენს ღირებულებებს.
რატომ ფუთავთ უზნეობას ზნეობრიობის მანტიაში. გველს რომ ბულბულს არქმევთ, ნუთუ ფიქრობთ თქვენს გაწვრთნილობას და დახვეწილობას სასაუბრო ენაში ეს „ბნელი ხალხი ვერ მიგიხვდებით?

კარგი დიპლომატიური კურსები გაქვთ გავლილი, შეისიხლხორცეთ რომ დიპლომატია არის ხელოვნება იმისა თუ როგორ აჭამო სხვას ნეხვი ისე, რომ დანარჩენს პირში მარწყვის გემო დარჩეს და მჭამელმაც ამტკიცოს ნამდვილად მარწყვიაო.

საბჭოთა კავშირის დროს, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერ განყენებულ
საკითხზე, დასაწყისში აუცილებლად უნდა გეხსენებინა სკპპ-ამა და ამ და ყრილობის ... და ა.შ.

ვამჩნევ ნებისმიერი ჩვენი მოაზროვნე, ხელისუფალი, სასულიერო პირი თუ უბრალოდ პატიოსანი ადამიანი რომ გამოდის, ჯერ აუცილებლად უნდა იხმაროს ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, რა ძალადობა, ვინაა ძალადობის მომხრე, იცით, როდესაც კაცს თავის მართლების რეჟიმში აგდებთ მოგებული ხართ.

თუ ვინმეა მოძალადე, ეგ თქვენ ხართ, აბსოლუტურ უმრავლესობას ძალადობრივად თავს რომ ახვევთ თქვენს გამრუდებულ შეხედულებებს. შეურაცხყოფილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა, რომლითაც აღჭურვეთო?

რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო.

რა გამოგილევთ გვარამიებს, უგულავებს, ფსევდოჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უგვანო დიაცთ რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა... მაგრამ იცოდეთ ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხვდებით უკვე ყველაფერს...

ძალიან მოტრფიალე ვიყავი ევროპული და ამერიკული ღირებებულებების, ვაქტუირობდი კიდეც, ეპარქიაში პირველმა დავაარსე ევროკლუბი „სურიონი“ (რომელსაც უახლოეს დღეეში დავხურავ - თქვენი შემხედვარე).
ბავშვებს ვუხსნიდი - ევროპამ შეიმეცნა, რომ ცხოვრების არსი, პირადი კეთილდღეობა კი არა, კარგ და ჯანსაღ საზოგადოებაში ცხოვრებაა...

თქვენ კი გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ ჯანსაღი საზოგადოება გარყვნილებასთან ერთად თანაცხოვრებაა, რომ გველი ბულბულია და ნეხვი - მარწყვი. უკაცრავად თქვენი იყოს, იმიტომ გვაფინანსებთ და გვეხმარებით, რომ ეს მოგვახვიოთ თავზე?

სულ ვფიქრობდი და ვერ გამეგო რაში გაძლევთ ეს ხელს, განა ის არ უნდა ერჩივნოთ მეთქი რომ ზნეობის, ვაჟკაცობის იდეალების მატარებელ ხალხთან არ უნდა უჯობდეთ ურთიერთობა? თქვენი მწერლობა ყველა ნაწარმოებებში, თქვენი ფილმები, ხომ პატრიოტობის, მამაკაცური და ოჯახური ღირებულებებითაა გაჟღენთილი.

პარიზის და სხვა დიდი ქალაქების მერად, რომ გარყვნილებს აირჩევს იქ ოჯახები და კაცები ცხოვრობენ?
ვიმეორებ, როგორ „დააჩმორეთ“ საზოგადოება, არ გაგივათ ასეთები აქ ქუდზე კაცი გამოვალთ, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს გეიპარადები და მათი პარპაში, ბაღებში სკოლებში, საზოგადოებრივ სახალხო-კულტურულ სივრცეებში.

სულით ხორცამდე მჯერა, რომ არც თქვენ მოგწონთ ეს მაგრამ ისეთ სისტემაში შეებით, უკან გზა არ გაქვთ და
ერთი გამოსავალი დაგრჩათ იმსგავსოთ ხალხი და ქვეყნები! მივხვდი და უტყუარი დასკვნა გამოვიტანე.

ზნეობრიობის და ვაჟკაცობის იდეალებზე გაზრდილთ, ვერ მოახვევ თავს აღვირახსნილობას, სიბილწეს, დაე გაიხრწნან, მივცეთ გასართობები, „თავისუფლება“. კარგად გაქვთ შეთვისებული, რომ „თავაშვებული ცხოვრება დედაა აღვირახსნილობისა და ბებია უზნეობისა“.

იცით, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს (სამოთხე განათებულია - უქრთამოდ!) ჩვენ რუსეთს ვუთხარით უარი, დაგვიმარტოხელეთ და ალერსით გაბრუებულებს და საკენკით მიტყუებულებს გინდათ მოგვახვიოთ თქვენი მრუში- ბილწი და გარყვნილი იდეალები.

გინდათ შეძვრეთ ჩვენს ბაღებში, სკოლებში იქ გინდათ ასწავლოთ და ვადაზე ადრე „გაუნათოთ“ გონება ბავშვებს. პირველი ღილი გინდათ შეუბნიოთ არასწორად, დანარჩენი იცით, თავისთავად წავა. გულში ლახვარი სჯობს, უკანალში ლახვარს! თქვენსავით დახვეწილად და დიპლომატიურად ვერ გწერთ და ასისინდებიან ახლა ვისაც ღილები აუბნიეთ და პირში მარწყვის გემო დაუტოვეთ, ზოგს ენა არ მოეწონება, ზოგს სურათი ზოგს კიდე რა“, - ნათქვამია მეუფის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ამავე თემაზე:

🔴 „ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია, ვერ იქნა ნანახი“ - დამოუკიდებელი ექსპერტი

🔴 „მთავრობის გადადგომა პოლიტიკურ კრიზისში შესვლის გზაა“ - მეგრელიშვილი

🔴 შსს მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნეს საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში - განცხადება