მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაპატიმრებულ ნიკა მელიას ვერ იხილავთ“ - უგულავა

ევროპული საქართველოს წევრი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლება დაპატიმრებულ ნიკა მელიას ვერ იხილავს. 

„დაპატიმრებულ ნიკა მელიას ვერ იხილავთ. არ მკითხოთ რა გეგმები გვაქვს, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევაა, როცა გეგმები ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ქუჩაში სიცივეში ისინი იქნებიან და ჩვენ სითბოში.

ჩვენი გეგმაა გუნდაობა, თუ გვაცლიან. დანარჩენი გეგმა ჰკითხეთ გახარიას, თალაკვაძეს, კობახიძეს და გომელაურს. კანონს ესენი არღვევს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ვართ შენობაში. ამიტომ, ვინც მოვა და დაიწყებს ძალადობას პასუხს მიიღებს“, - განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „გავრილოვი თუ აწუხებდა, თავიდანვე არც 30 000-ს გადაიხდიდა და არც სამაჯურს გაიკეთებდა“ - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე

✔️ ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ ჩიხიდან დამარცხებული გამოვა