მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ ჩიხიდან დამარცხებული გამოვა

მელიას კომენტარი ჰარცელის კომენტარზე

„ქართული ოცნება“ ამ ჩიხიდან გამოვა, მაგრამ დამარცხებული. მათ დაიწყეს უკვე კამპანია და ცდილობენ, რომ გავრილოვთან თანამშრომლობა ოპოზიციას დააბრალონ, როგორც გარეჯს აბრალებდნენ ოპოზიციას. ახლა მიხვდნენ, რომ ამას უკვე მოჭიდება აღარ აქვს. მორჩა, დამთავრდა, ან ერთ მხარეს ხარ, სადაც თავისუფლებაა ან მეორეს მხარეს, სადაც მონური მორჩილებაა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები მის ირგვლივ უსამართლობამ გააერთიანა.

„აქ ისეთი ხალხი ვართ შეკრებილი, რომელთა 95% ამ ოფისში ნამყოფიც კი არ არის. გადამლაშდა ყველაფერი. მოგწონს თუ არა მელია, ეს სხვა საკითხია. წაიშალა კვალი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის. ახლა დგას საკითხი, ან საქართველო, ან გავრილოვი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები მის მხარდასაჭერად მივიდნენ.

ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოში უკვე ჩაბარებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რომან გოცირიძე: თუ ივანიშვილი ვა-ბანკზე წავა, პროტესტს მიიღებს

„ვერ წარმოვიდგენდი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან მისი ხელმძღვანელობის მიმართ რეპრესიების დაგმობა თუ დამჭირდებოდა“ - ნათელაშვილი

გიგა ბოკერია: იმედი მაქვს უკიდურეს უტიფრობას არ ჩაიდენენ და მელიას არ დაიჭერენ