მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პუნქტი შეთანხმების დოკუმენტში მათთვის მიუღებელია.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, აქვე მინდა უდიდესი პატივისცემა დავუდასტურო ევროკავშირს პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს.

ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნტქი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას “- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს..

ინფორმაციისთვის, დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი 19 აპრილს მოაწერეს.