მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

„ნაციონალური მოძრაობა“

7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო თვეები ჩვენ ყველამ ერთად დიდი გზა გავიარეთ, მართლაც დიდი გზა გავლეთ აღსავსე ბრძოლითა და თავგანწირვით.

მოპარული არჩევნების შემდეგ არ შევეგუეთ, არ მივიღეთ სიყალბე და საზოგადოებასაც, საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაჩვენეთ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხელისუფლებაში მყოფი გამოიყენებს ყველაფერს.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა, ბრძოლა იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ მიტაცებული სახელმწიფო. ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი.

ჩემთვისაც ეს განვლილი თვეების განმავლობაში არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომელიც საწინდარი გახდება მომავალი საერთო გამარჯვებებისა.

ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

მივიღეთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშივილს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე კონსულტაციებს და შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან გამართავდა.

მელია კონსულტაციებზე უკრაინაშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.

ენმ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ერთი ფასი ექნება

👉 „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით“ - კახა კალაძე

👉 „ენმ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის“ - სალომე სამადაშვილი