მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების მსხვერპლი“- გიორგი გახარია 20 ივნისს დაზარალებულებზე

გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ 20 ივნისს მომხდარი მოვლენის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა საკითხებზე, არასდროს ჰქონია პრობლემა, რომ კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

„ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა არანაირი უკანონო ბრძანება. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში 20 ივნისს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა.

მინდა გაგახსენოთ, რომ არცერთ მაშინდელ ოპოზიციონერს, რომელმაც, როგორც ჩანს, დაიმკვიდრა თავი ოპოზიციაში, კითხვაზე პასუხიც არ გაუცია. მე ბევრგან მისაუბრია 20 ივნისზე. არცერთ ოპოზიციონერს, რომელიც იქ იყო, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალო კითხვაზეც არ გაუციათ პასუხი, რატომ აკეთებდნენ ამას ან რით ხსნიდნენ. ეს შედარებისთვის,“ – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, ადამიანები, რომლებიც 20 ივნისს დაზარალდნენ, უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების ქმედებების მსხვერპლნი არიან.

„ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლი, ისევე, როგორც ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება, ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მიერ გადაცდომის ან ძალის გადამეტების ნაწილი. ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ იქ არ არის.

ეს ბრძანება არ ყოფილა - ეს ერთი. არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ. დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია და შემდეგშიც გავცემ. არ მაქვს არანაირი პრობლემა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ის, რომ მელიას დაკავების გამო გადავდექი, სიცრუეა“ - გახარია