მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი და ქვეყნის გადაბარების მცდელობა“ - თაკო ჩარკვიანი

საბურთალოზე მაჟორიტარობის კანიდატი

„საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება“, - ასე გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ივანიშვილი საქართველოს გადაბარებას უპირებს.

„ისიც ამაზრზენია, რომ ოპოზიცია პარლამენტში ვართ შესული და ვერაფერს ვაკეთებთ. ვინ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს? შინაგან საქმეთა მინისტრის კი არა პრემიერ-მინისტრის გადადგომაა მოსათხოვი, იმ სამარცხვინო განცხადების გამო.

სასწრაფოდ საჭიროა მთავრობის გადადგომა. ჩემი მოთხოვნა კოლეგა ოპოზიციონერებს. ბატონებო, ჩვენ იმიტომ შევედით პარლამენტში, რომ რაღაცას გავაკეთებდით. აქ არაფერ შუაში არ არის ლგბტ. ეს ის არის, რაზედაც მე ვსაუბრობდი.

არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი. გადაბარება მიმდინარეობს ქვეყნის, რომ ვერ მოგვერია და ნახა გავრილოვის ღამე, არავითარი ლგბტ, ეს გამოიყენა და ერთი სული ჰქონდათ გაეროსთან მისულიყვნენ და მათთვის დაეძახათ აქედან წადითო.

საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება. შევიკრიბოთ ოპოზიცია, გავაკეთოთ ბრიფინგი შს მინისტრის გადადგომაზე კი არა, მთავრობის შეცვლაზე და გარეთ გამოვიდეთ, ვინაიდან ოლიგარქი საქართველოს გადაბარებას უპირებს. ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი და საქართველოს გადაბარების მცდელობაა“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.