მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

„მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს და საქართველოს დროშა აღმართეს.