მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად იქნება მიღებული“ - ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე

ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

„როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მხარდაჭერით განახორციელებენ ბავშვთა შეფასებას, მათ ოჯახებში ან ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას. გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად იქნება მიღებული სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების შეფასების მიხედვით.

შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მეუფე იაკობთან თანამშრომლობით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

პანსიონატში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან 30 ბავშვის გაყვანა უზრუნველყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ნუ უთვალთვალებთ ბავშვებს კედლებიდან, აკეთეთ ეთიკური ჟურნალისტიკა“ - ღასან ხალილი მედიას

⭕ „საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება“ - ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

⭕ „ოჯახების მოძიებაზე ვმუშაობთ, იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს“ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე