მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია“ - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი Pia.ge

„რამე სახით ან რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ მისი ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა

მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოთქმული არგუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს.

„ეკონომიკური არგუმენტი ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რაც უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს ეკონომიკურ და სოციალურ ზიანს, რაც კოვიდმა ჩვენს მოსახლეობას მოუტანა, რის შემცირებასაც უშუალოდ ემსახურებოდა 75 მილიონიანი სესხი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ევროკავშირისგან მეორე ტრანშს ისედაც ვერ მივიღებდით, რადგან მთავრობამ ვალდებულებები არ შეასრულა“ - კახა გოგოლაშვილი

⭕ „მოვუსმინე ელჩის განცხადებას და მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს არის სესხი“ - პრემიერი (ვიდეო)

⭕ „სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს 75 მლნ ევროს დახმარება არ სჭირდება“ - კელი დეგნანი