მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით ამომრჩევლისთვის საკმაოდ ნათელი ხდება არსებული პოლიტიკური ვითარება - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ლოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას წერტილი დაესვა.

„სავსებით მოსალოდნელი იყო და ლოგიკურია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება. იმდენად შემაწუხებელი გახდა ის სპეკულაცია, რომ გიორგი გახარია და მისი ახალი პარტია „ქართული ოცნების“ ახალი ალტერნატივაა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს მოუწია განცხადების გაკეთება. ვფიქრობ, რომ ბევრ პასუხსგაუცემელ კითხვას დაესვა წერტილი.

ყველაზე გარდამტეხ დროს, როცა მმართველ გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა პრემიერად გახარია, მან გუნდს უღალატა. ღალატი კი, ჩამოურეცხავია. ბიძინა ივანიშვილის 7 ივნისის განცხადებაში ხაზგასმულია შემდეგი:

- თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი და პირადად ივანიშვილის იმედგაცრუება.

- გახარიას პარტიას, რომელსაც არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად, არაა ივანიშვილის პროექტი;

- გარკვეული რყევებისადმი „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად საკმაოდ რეზისტენტურია და მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

ცხადია, სააკაშვილის სექტის ფლანგზე ივანიშვილის ამ განცხადებასაც არ დაიჯერებენ და იტყვიან, რომ ის მაინც ფარულ პოლიტიკურ თამაშებს ეწევა. ნაცსექტანტების ამგვარი დამახინჯებული აღქმები სავსებით გასაგებია. ისინი სამყაროს აღიქვამენ მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობისა და არათანმიმდევრულობის „ლინზით“. ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით, ამომრჩევლებისათვის საკმაოდ ნათელი ხდება არსებული პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები კი სიურპრიზებით ნამდვილად არ იქნება,“ - აღნიშნავს გია აბაშიძე.

ამავე თემაზე:

საკმარისია სააკაშვილი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება - ბიძინა ივანიშვილი

გახარიას ქმედებებმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია - ბიძინა ივანიშვილი

„გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება