მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კახა კალაძე როგორც შოუმენი ნიჭიერია, როგორც მერი - ნულის ფასი“ - ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი

„კახა კალაძე როგორც შოუმენი გამოჩნდა, რომ არის ნიჭიერი, ხოლო როგორც მერი და ქალაქის ხელმძღვანელი ნულის ფასია“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ავტობუსების ყიდვის გარდა თბილისის მერს არაფერი გაუკეთებია, თუმცა მის კონკურენტად ჯერჯერობით ვერავის განიხილავს.

„ერთადერთი რაც ხელშესახები გააკეთა, ავტობუსები იყიდა და ამას დაარქვა რეფორმა. დანარჩენი ქალაქში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. კამერებთან და სელფის ჯოხებთან პოზირება კარგად ეხერხება. იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა, არ გაუკეთებია.

ამ გადასახედიდან, ოპოზიციიდან არ ჩანს ის მეტოქე, რომელიც კალაძეს რეალურ მეტოქეობას გაუწევდა. ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე საუბარი არის ზღაპარი და არ გამოვა. არც არავინ ჩანს გამოკვეთილი კანდიდატი, ვისაც შეიძლება ოპოზიციამ ხმა მისცეს. არ მიხარია, რომ კალაძე მომავალი ოთხი წელი მერი იქნება და კიდევ ოთხი მილიარდი უნდა დახარჯოს. მის კონკურენტს ჯერ ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე დაასახელა.