მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვიჩია: თუ ნიკა მელიას დააპატიმრებენ, უხერხული გახდება მოლაპარაკების პროცესის განახლება

პარტია გირჩის თავმჯდომარე

"გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ნიკა მელიას დააპატიმრებს, მოლაპარაკების პროცესი მიმართულებას შეცვლის. 

მისივე თქმით, მთავარი განსახილველი თემა ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოშვება გახდება.

"ცხადია, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ უხერხული გახდება მოლაპარაკების პროცესის განახლება პარალელურად, როდესაც ადამიანი ციხეში ზის, ანუ ლაპარაკის პროცესი ეგრევე გადავა იმაზე, რომ ეს კაცი როგორ გამოვუშვათ, ან არ გამოვუშვათ.“ - აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კოლეგის მიმართ განაჩენის გამოტანა.

„იმედი მაქვს, რომ არ შეუწყვიტავენ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას იმიტომ, რომ მემგონი გასაგებია, რომ ეს არის ფაქტობრივად კოლეგის მიმართ განაჩენი, რომელიც ამჯერად სასამართლოს კი არ გამოაქვს, არამედ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს. ამ საკანონმდებლო ორგანოს, ისედაც პრობლემები აქვს და საკუთარი კოლეგის ციხეში ჩასმა, კიდევ უფრო დაამძიმებს მის ცოდვებს" - განაცხადა მან.

აგრეთვე იხილეთ:

„როცა ისინი კითხულობენ - მელიამ არ უნდა გადაიხადოს გირაო? - გადახდილი მაქვს“ - ნიკა მელია