მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა პოლიტიკოსმა, სააკაშვილის ჩათვლით, თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციას დაძაბავს - სვენ მიქსერი

სვენ მიქსერი: ფართო მხარდაჭერა აქვს საქართველოს ლეგიტიმურ მისწრაფებას უფრო ახლოს ინტეგრირდეს ევროპულ სტრუქტურებში

„ყველა პოლიტიკოსმა, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს“, - ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა „იმედს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს ძალადობა, ქუჩის აქციები და ესკალაცია არ სურს.

„ყველა პოლიტიკოსმა სააკაშვილის ჩათვლით, რომელიც დღეს ქვეყნის გარეთ იმყოფება, თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელიც სიტუაციას დაძაბავს. ტემპერატურა ისედაც მაღალია. პირიქით მოწოდებები უნდა იყოს სიმშვიდისკენ და საერთაშორისო დამკვირვებლებს ხელი უნდა შეუწყონ. არ მგონია, ქართველ ხალხს ძალადობა და ქუჩის აქციები სურდეს. ესკალაცია არ არის ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ინტერესში“, - აცხადებს სვენ მიქსერი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე

🔴 „ცოტაც კიდევ გაძელით ხალხო, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“ - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

🔴 „თქვენი განსაკუთრებულობის და პატრიოტიზმის იმედი მაქვს“ - სააკაშვილი სამხედროებს მიმართავს