მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენი განსაკუთრებულობის და პატრიოტიზმის იმედი მაქვს“ - სააკაშვილი სამხედროებს მიმართავს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს მიმართავს.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა საქართველოს შველა სჭირდება და მას სამხედროების პატრიოტიზმის და განსაკუთრებულობის იმედი აქვს.

„მინდა მივმართო საქართველოს ძალების შეიარაღებულ ოფიცრებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ძალიან ვამაყობ იმით რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ. ვამაყობ იმით, რომ თქვენთან ერთად შევქმენი პრაქტიკულად გაუბედურებული, განადგურებული ჯარიდან ნამდვილი ბრძოლის უნარიანი საამაყო, საბრძოლო შენაერთები, რომელთაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიო გაითქვეს სახელი.

არასოდეს დამავიწყდება ამერიკის გენერალური შტაბის უფროსის გამოხმაურება ქართველ სამხედროებზე, სხვა უცხოური გენერლების და ხელმძღვანელების.

მოგმართავთ როგორც ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის და ასევე ხელშეკრულების აღდგენისთვის. იმიტომ რომ ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს ახლა შველა სჭირდება. თქვენი პატრიოტიზმის და თქვენი განსაკუთრებულობის იმედი მაქვს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ცოტაც კიდევ გაძელით ხალხო, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“ - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

🔴 „მიხეილ სააკაშვილის დროს სახელმწიფო გვქონდა“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)