მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი: „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებაზე უარი ცალმხრივად თქვა, ამის გაკეთების საშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა მისცათ

ლევან იოსელიანი

„შეთანხმების მისაღწევად წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ და პოლიტიკურმა სპექტრმა, „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე უარი ცალმხრივად თქვა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ამის გაკეთების საშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა მისცათ, დოკუმენტზე ხელის არ მოწერით მათ ხელ-ფეხი გაუხსნეს „ქართულ ოცნებას“, რომ შეთანხმებაზე უარი ეთქვა“, - აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის თანაბარი უპასუხისმგებლობა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იჩენდა.

„ჩემთვის ეს არ იყო დიდი სიურპრიზი, რადგან ხშირად ამბობდნენ, რომ ეს პროცესი აქამდე მივიდოდა. საკონსტიტუციო ცვლილებები გადასარჩენია, რადგან ამაზე უარის თქმა შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედიოდეს, რომ მომავალი არჩევნებისთვის 2 %-იანი საარჩევნო ბარიერი არ იყოს.

ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს და ამისთვის მოხდა ანულირება. ეს აქამდე რომ მივიდოდა, პარტიებში უნდა ყოფილიყო განხილული. ჩვენ ვმსჯელობდით, რომ ამას გამოიწვევდა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ, საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. პოლარიზების შემცირებას უნდა შევეცადოთ. „ქართულ ოცნებასთან“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 15 არჩევნები აქვს წაგებული და ეს ციფრი უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია, სხვა პარტიების გაძლიერება. მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობა უარს არ იტყვის, მაგრამ ამას სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებიც“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მგონია, რომ ეს სიტყვის მასალა იყო. ეჭვი მეპარება, 53%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. დასავლეთის მხრიდან მკაცრ შეფასებას ველოდები, რადგან შეთანხმებაში დიდი ძალისხმევაა ჩადებული. აღმოჩნდა, რომ ამხელა ძალისხმევას შედეგი არ გამოუღია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტში არაფერი გვესაქმება ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ“ - ლევან ხაბეიშვილი

📣„ვინც თავს ოპოზიციად მიიჩნევს, პარლამენტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს“ - ნათელაშვილი

📣„არ გამოვრიცხავ, ევროკავშირმა ყველანაირი დახმარება შეგვიჩეროს“ - კახა გოგოლაშვილი მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე