მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე თამარ ჟვანიაზე: კარგი იქნებოდა ჯერ ოპოზიციისგან ბოდიში მოესმინა და შემდეგ გადამდგარიყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია Pia.ge 2021

„კარგი იქნებოდა ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ გადამდგარიყო, იმ ოპოზიციისგან, რომლებმაც თვეების განმავლობაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად შეურაცხყოფა მიაყენეს და ტყუილი დააბრალეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ამაში ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიასა და ცესკოს სიმართლეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამავე თემაზე:

როგორ აფასებს იაგო ხვიჩია თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას?