მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედიის წარმომადგენლები შს მინისტრს 12:00 საათზე პარლამენტთან დახვდებიან

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური

დღეს, 12:00 საათზე მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან.

ისინი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე შესვლას შეეცდებიან, სადაც დეპუტატები მინისტრს მოუსმენენ.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.