მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 21 მაისს დაბრუნდა კიევიდან საქართველოში. როგორც ის აღნიშნავს, ორი დღის განმავლობაში მასა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

„გათავისუფლების დღიდან ნათქვამი მექნებოდა, რომ დამჭირდებოდა დრო გადაწყვეტილების მისაღებად, ეს შეიძლება იყოს 2 კვირა ან 20 დღე.

ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად რომ არ ვიჩქარე, რადგან პატივისცემის ღირსია ყველა ადამიანი ჯგუფი ჩვენი ბლოკიდან. 3 თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე მეორე დღეს განცხადებას გავაკეთებდი გადაწყვეტილების შესახებ, მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე, თუნდაც ციხეში ყოფნის დროს, არ მქონდა დაახლოებით ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელების, სხვა პლატფორმებთან ერთად, თუ არ გაგრძელებასთან დაკავშირებით.

დღეიდან მაქვს უვე შეხვედრები კოლეგებთან, ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება რომელიც მისაღებია.

მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით, იმიტომ რომ არის საღი აზრი და შეუძლებელია არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ის დიდი ხნის განმავლობაში არ მინახავს, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა ავიღე ბილეთი და ჩავედი.

2 დღის განმავლობაში ვისაუბრეთ ნაყოფიერად, ამ დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი შიგნით თუ გარეთ არა მგონია დარჩეს ნასიამოვნები, რომ ჩვენს შორის იქნება ურთიერთგაგება“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში იმყოფებოდა. ის კიევში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„არა მხოლოდ მიშასთან ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა, არამედ მისი დახმარებით ბევრ ძალიან საინტერესო ადამიანს შევხვდი“- ნიკა მელია

✅„ნიკა მელია კიევში მის თანამებრძოლს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება“- ხატია დეკანოიძე