მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არა მხოლოდ მიშასთან ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა, არამედ მისი დახმარებით ბევრ ძალიან საინტერესო ადამიანს შევხვდი“- ნიკა მელია

მიშა და მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა. ის კიევში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, სამომავლოდ დიდი გეგმებია, კონკრეტული გეგმა აქვს ნიკა მელიას და ძალიან მაღალი ტალღა ასწია ქართველი ხალხის დასახმარებლად.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ხანმოკლე, ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. მე მის ადგილას დავისვენებდი ციხის მერე. რასაც ვუყურებ, იმხელა ენერგია აქვს და იმხელა დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის გამარჯვების საწინდარი. დიდი გეგმები არის და დიდი გეგმები აქვს ნიკას და ძალიან მაღალი ტალღა ასწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ჩემი აზრით, ეს მართლა უნიკალური კომბინაციაა, ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, შეუვალობით და პრინციპულობით“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკა მელიას თქმით, ის მოხარულია რომ არა მარტო ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალება მიეცა, არამედ ის, მისი თქმით, სხვა საინტერესო ადამიანებსაც გაესაუბრა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, ის არავის მისცემს საშუალებას მისი გუნდი პროვოკაციაზე წამოაგოს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

„ორწელიწად-ნახევარია, ჩვენ შეხვედრის შესაძლებლობა არ გვეძლეოდა. პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. სამწუხაროდ, მიშას დღემდე არ მიეცა შესაძლებლობა, ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. როგორც იქნა, შევხვდით. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისში. ასეც უნდა იყოს, კანონზომიერება ჯიუტი რამ არის. შეუძლებელია, სხვაგვარად მოხდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული იყოს საერთო სტრატეგია, მტერი არ გავახაროთ. ციხიდან რომ გამოვედი, უამრავი ხაფანგი დამხვდა დაგებული.

ბევრი ადამიანი პრაქტიკულად ხელებს იფშვნეტს, იქნებ რაღაც გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში, განსაკუთრებით მიშასთან მიმართებით ჭორებს ავრცელებენ, თითქოს დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, პირიქით. იმაზე გონიერი ხალხია ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვიდრე მავანს ჰგონია. ამიტომ არავის მივცემთ საშუალებას, პროვოკაციაზე წამომაგონ. მეორეც, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს.

მადლობა ღმერთს, არსებობს საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა. მიხარია, რომ აქ ვარ და უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა არა მხოლოდ მიშასთან ურთიერთობის, არამედ მიშას დახმარებით ბევრ ძალიან საინტერესო ადამიანს შევხვდი როგორც უკრაინელს, ასევე არაუკრაინელს. ყველაფერი მაგრად იქნება. მთავარია, ჩვენ თავად ვირწმუნოთ საქართველოში, რომ გამარჯვება შეგვიძლია. პოლიტიკოსებმა თუ არ ვირწმუნეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია, როგორ უნდა ირწმუნოს მოსახლეობამ?“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ნიკა მელია კიევში გაემგზავრა

✅„ნიკა მელია კიევში მის თანამებრძოლს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება“- ხატია დეკანოიძე