მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია კიევში გაემგზავრა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მელია კიევში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელებთან ერთად შეხვდება.

მელიასთან ერთად კიევში კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა.

მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი გადაიხადა, სასამართლომ მისი აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, გირაოთი შეცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მომგები კანდიდატი დაიდოს და მე ვიქნები პირველი, ვინც მხარს დაუჭერს“ - ნიკა მელია

✔️ გია ვოლსკი: გიდასტურებთ, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურაც

✔️ „მერობის კანდიდატობას არ გამოვრიცხავ“ - ნიკა მელია