მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა და სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი“ - ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი რადიკალური დაჯგუფებების მიერ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და შემდგომ მისი დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.

ევროკომისრის თქმით, ბარბაროსობა სწორედ დროშის დაწვით იწყება, თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა თავისი ხელით დააბრუნა თავის ადგილას.

„ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ვარჰეიმ საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინფორმაციისთვის, 6 ივლისს თბილისში ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. „მდუმარე აქციის“ პარალელურად ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა არაერთხელ გაარღვიეს სამართალდამცველების მიერ გაკეთებული კორდონი, ისინი „მდუმარე აქციის“ მონაწილეებთან მიახლოებას ცდილობდნენ.

ამასთან, ისინი აქციის მონაწილეების და სამართალდამცველების მისამართით ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. ასევე, მათ მიერ იქნა გამოყენებული პიროტექნიკაც.

„მდუმარე აქციის“ მონაწილეებმა სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს ტერიტორია. სწორედ ამის შემდეგ რადიკალებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა დაწვეს.

ამავე თემაზე:

🔴 კახა კუჭავა: მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება

🔴 „მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ - კახა კუჭავა

🔴 „ის რაც გააკეთა ბრბომ, 21-ე საუკუნის სახელმწიფოსთვის დიდი სირცხვილია“ - გია ხუხაშვილი