მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი

ივანიშვილის როლი კორონავირუსთან ბრძოლაში

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას წერილით ეხმაურება.

როგორც იგი აღნიშნავს, ფსევდოპარტიების შექმნას საზოგადოებას არ აკადრებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავიდა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.

გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

👉 იაგო ხვიჩია: გახარიას საინტერესო ამბები აქვს მოსაყოლი

👉 პრემიერ-მინისტრს უნდა ემოქმედა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, მისი ნაბიჯები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს დაემთხვა - გიორგი ვოლსკი გახარიაზე

👉 შევიტყვე ხმების შესახებ, რომ თითქოს გახარიას პარტია ჩემი „პროექტია“ - ბიძინა ივანიშვილი