მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს“ - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, შემცირდა თუ არა გიორგი გახარიას მერობის კანდიდატად დასახელებით მისი პირველ ტურში გამარჯვების შანსები, მოქმედმა მერმა უპასუხა, რომ თბილისელების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითოეულ თბილისელს მინდა ვუთხრა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, იმ თანადგომისთვის, რაც იგრძნობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, როცა ქალაქში ვმოძრაობ. უამრავი შეხვედრა მაქვს სხვადასხვა უბანში და ამ მხარდაჭერის იმედი მაქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და თბილისელებს ვპირდები, რომ ამ მხარდაჭერას კონკრეტული გაკეთებული საქმეებით და განხორციელებული პროექტებით დავაბრუნებ, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას - მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე

⭕ გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

⭕ „არჩევნები ოლიმპიადა არ არის, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო“ - ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე