მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელს შეხვდა

ზურტაქბიშვილი და მიშელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით 18 ივლისს ჩამოვიდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე.

იხილეთ აგრეთვე:

შარლ მიშელი საქართველოში მესამედ ჩამოვიდა

„ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში“ - შარლ მიშელი