მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელი საქართველოში მესამედ ჩამოვიდა

შარლ მიშელი ბათუმში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მესამე ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მას საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოსურათებით დახვდნენ ჟურნალისტები. ისინი 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება.

ღონისძიებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.