მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შარლ მიშელის შეთანხმების მხარეებს ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა იყო მისაღები ან მიუღებელი საზოგადოებისთვის“ - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

„მე ნათქვამი მქონდა კიდევაც - ჩემთვის გაუგებარია ერთი პუნქტი, რომელიც ეხება 43%-იან მაჩვენებელს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები ლეგიტიმურად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„მგონია, რომ არ შეიძლება ზოგადად ლეგიტიმური არჩევნების შედეგები ახალი კითხვის ქვეშ და ახალი დადასტურების აუცილებლობის წინაშე დააყენო. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა მოგცა ხმა, მაგრამ შენ მას ეუბნები, რომ კიდევ უნდა დაამტკიცო ის, რომ ეს ხმა შენ მე მომეცი.

ჩემი აზრით, დემოკრატიული არჩევნების თეორიაში ეს არ ჯდება. მე არაფერს უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ იყო დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც არ შეიცავდა ამ 43%-ს და მმართველმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა. შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ვერსიას, სადაც ეს პუნქტი უკვე ასახული იყო.

ცხადია, მე უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობის ასე ადვილად დათმობა ძალიან სახიფათოა.

ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებს აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა. ეს დოკუმენტი შედგა, ვიღაცა აცხადებს, რომ დოკუმენტი ანულირებულია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რომ მივაღწიოთ იმ შეთანხმებებს, რომელიც ნიშნავს რომ ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული წყობის ახალ ეტაპზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅შარლ მიშელის მრჩეველი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება

✅„მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“ - შარლ მიშელი

✅ჯეიმს აპატურაი „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების ანულირებას „უკიდურესად სამწუხაროდ“ მიიჩნევს