მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავდამსხმელი კომუნიკაციაზე ჯერ არ გამოსულა, სპეცრაზმი ადგილზე იმყოფება“ - ყვარლის მერი

ყვარლის მერი

ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელთან პოლიციას ჯერჯერობით კომუნიკაცია არ ჰქონია.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის სამართალდამცველები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფით არიან დაკავებული, რის შემდეგადაც დაიგეგმება თავდამსხმელთან მოლაპარაკება.

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული. თავდამსხმელი კომუნიკაციაზე ჯერჯერობით არე არის გამოსული. ჯერჯერობით სამართალდამცველები ცდილობენ შეინარჩუნონ უსაფრთხოება და შემდეგ დაიწყება კომუნიკაცია“, - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

ყვარლის მერის თქმით, ნახევარ მილიონთან დაკავშირებით მოთხოვნა ჯერ დადასტურებული არ არის, ადგილზე იმყოფება სპეცრაზმი და საპოლიციო ღონისძიებას სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. იგი ხელყუმბარით არის შეიარაღებული და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.