მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს

ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდასხმა

გავრცელებული ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

ბანკში ამ დროისთვის 15-მდე პირი იმყოფება, რომელთა შორის ბანკის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია. უკვე განხორციელებულია ევაკუაცია ბანკის მომიჯნავე შენობებიდან და ქუჩებიდან.

არსებული ინფორმაციით, ბანკში ერთი თავდამსხმელი იმყოფება, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა აქვს.