მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ინტერესის მკაფიო სიგნალია“ - ბენ ჰოჯესი

ამერიკელი  გენერალი ბენ ჰოჯესი

ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტს „ტვიტერში“ ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში, უკრაინაში და რუმინეთში ვიზიტი აშშ-ის შავი ზღვის რაიონში ინტერესის აშკარა სიგნალია.

„ეს არის დიდებული შესანიშნავი ახალი ამბავი, თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, უკრაინაში და რუმინეთში არის აშკარა სიგნალი, რომ აშშ-ს შავი ზღვის რაიონის მიმართ ინტერესი აქვს“, - წერს ბენ ჰოჯესი.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკვე საქართველოშია.

ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

👉 აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს -ლოიდ ოსტინი

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა -გიორგი ხელაშვილი