მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, „ლელო“ პარლამენტს დატოვებს“ - ხაზარაძე

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 43%-ის ვერ აღების შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, პარტიის დეპუტატების პარლამენტს დატოვებენ.

იგი სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტს მათაც ბოიკოტი გამოუცხადონ.

„ოცნების“ ლიდერები უკვე ჩამოყალიბდნენ როგორც საერთაშორისო დონის „გადამგდებები“, მათ არა მარტო ქართველი ხალხი გადააგდეს და მოატყუეს, უკვე მერამდენედ, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყანა და შეერთებული შტატები, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტის მედიატორები არიან.

ამ დონის პოლიტიკური გარიგებიდან ვერ გახვალ, პასუხისმგებლობა აღებულია, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, ამიტომ, ვაცხადებთ - ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ოცნებამ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022-ში.

ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ გამოაცხადებს ბოიკოტს და დატოვებს პარლამენტს.

ასევე მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებს ანალოგიური ნაბიჯისკენ. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოქტომბერში „ლელოს“ მსგავსად 3%-იც რომ აიღოს რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „3% რომ ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება“ - ირაკლი კობახიძე

👉 „გაოგნებული და იმედგაცრუებულები ვართ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით“ - ევროპარლამენტარები

👉 „მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“ - შარლ მიშელი