მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს არა“ - კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი

„თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს არა“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კონკრეტულ პარტიებთან პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას ეხებოდა. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია.

ამასთან, კობახიძის თქმით, კოალიციური პარტნიორობა გამორიცხულია „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“.

მისივე განცხადებით, თუ ქვეყანას სჭირდება, შეიძლება მტერს გაურიგდე, მაგრამ არა მოღალატეს.

„ნაცმოძრაობასთან“ ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. დარწმუნებული ვართ, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება, აქედან გამომდინარე თეორიულადაც კი წარმოუდგენელია. ისინი ვერ შეიცვლებიან.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, პირდაპირ გეტყვით არსებობს პოლიტიკაში მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე. პოლიტიკაში ხდება ასეთი რამე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე ეს გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს არა“, - განაცხადა კობახიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ის დაკავებული იქნება“ - გიორგი გახარია

✔️ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების სია ცნობილი

✔️ პრემიერი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელებს