პოლიტიკა

„თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ის დაკავებული იქნება“ - გიორგი გახარია

გიორგი გახარია
1627631167
დაკოპირებულია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოსვლას გეგმავს.

გახარიას თქმით, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დაიჭერენ.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, მმართველ პარტიას დაეხმარება ჯერ ერთი და მეორე, დღეს ის არის მსჯავრდადებული და იქნება დაკავებული.

მე მესმის, რომ „ოცნებამ“ შეიძლება ამნისტია გამოაცხადოს ან შეიწყალოს და მიშასაც გამოუშვებენ, ისევე, როგორც შეიწყალეს მელია და რურუა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ახლა სასაცილოა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქაოსში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ყველაფერი დასაშვებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„სიმართლე ეს არის“ - გიორგი გახარიას მიმართვა (ვიდეო)

📣„ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“ - სააკაშვილი (ვიდეო)

📣ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410
ახალქალაქში საწყისი
საბრძოლო მომზადების
ცენტრის იუბილეზე
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი
დადეს

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრ...

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.