მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ოპოზიცია სილის გაწნის შემდეგ გაქცევას აპირებს, ჩვენ არ ვართ ეგ ხალხი“ - იაგო ხვიჩია

გირჩის თავმჯდომარე

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ოპოზიციამ „ბოიკოტობა“ დაიწყოს, რადგან იცის, რომ მარტო ეს იცის ოპოზიციამ“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია საქმით უნდა გახდეს პროდასავლელი.

„თუ ოპოზიცია სილის გაწნის შემდეგ გაბუტვას და გაქცევას აპირებს, ჩვენ არ ვართ ეგ ხალხი და მგონია, რომ არასწორი ნაბიჯია. პირიქით, ეს უნდა „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ოპოზიციამ „ბოიკოტობა“ დაიწყოს, რადგან იცის, რომ მარტო ეს იცის ოპოზიციამ და არ ელოდება მათგან რეალურ საპარლამენტო ქმედებებზე გადასვლას. ოპოზიცია უნდა გახდეს პროდასავლელი საქმით და ვისაც ხელი აქვს მოსაწერი, ხელი უნდა მოაწეროს“, - აცხადებს ხვიჩია.

ამავე თემაზე:

🔴 „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

🔴 „აშშ გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით“ - საელჩოს განცხადება

🔴 „ქართულმა ოცნებამ“ თავი მოჭრა საქართველოს“ - ალეკო ელისაშვილი