მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ის დაკავებული იქნება“ - გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოსვლას გეგმავს.

გახარიას თქმით, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დაიჭერენ.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, მმართველ პარტიას დაეხმარება ჯერ ერთი და მეორე, დღეს ის არის მსჯავრდადებული და იქნება დაკავებული.

მე მესმის, რომ „ოცნებამ“ შეიძლება ამნისტია გამოაცხადოს ან შეიწყალოს და მიშასაც გამოუშვებენ, ისევე, როგორც შეიწყალეს მელია და რურუა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ახლა სასაცილოა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქაოსში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ყველაფერი დასაშვებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„სიმართლე ეს არის“ - გიორგი გახარიას მიმართვა (ვიდეო)

📣„ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“ - სააკაშვილი (ვიდეო)

📣ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს